logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული პაციენტის პირველმა ტესტმა უარყოფითი აჩვენა

14 მარ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 
y16767ol109hx9q.jpg

„საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა“, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დაუდასტურა.

მისი განცხადებით, საბოლოო პასუხის მისაღებად საჭიროა განმეორებითი ტესტის ჩატარება.

„პაციენტს მე-17 დღეს ჩაუტარდა ტესტირება, რომელმაც უარყოფითი აჩვენა. ეს ძალიან კარგია, რადგან იმედს გვაძლევს, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდება. საჭიროა 24 საათში განმეორებით ჩაუტარდეს ტესტირება. თუ პასუხი კიდევ უარყოფითი იქნება, მაშინ პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას - 7 პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა პნევმონია და ტემპერატურის მატება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკეთესობისკენ მიდის. გუშინ ჩაუტარდა 19 პირს ტესტირება და არცერთ მათგანს არდაუდასტურდა კოვიდ 19. 

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან. პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ინფექციურ კლინიკაში 44 პაციენტი იმყოფება, მათგან 22-ს ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს. 

stopcov.ge-ს მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულია 25 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 314, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 63 ადამიანი რჩება.


close დახურვა